უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 სექტემბერი, 2018 17:20
font-size

კორუფციის მხრივ მძიმე ვითარებაა - გივი თარგამაძე

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურას მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „არსებულ კორუფციულ გარიგებაზე “. მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ივანე აბესაძის საქმე მაგალითად მოიყვანა.

თარგამაძის თქმით, აბესაძე საგამოძიებო სამსახურიდან უსამართლოდ მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სააფთიაქო სფეროში დანაშაულებებზე, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსურ დარღვევებზე საუბრობდა.

„ივანე აბესაძე გაუშვეს სამსახურიდან, როდესაც მან სააფთიაქო სფეროში დანაშაულებები ამხილა. თუმცა დღემდე პროკურატურაში არ არის გაცემული ამ კითხვებზე პასუხი. მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ კორუფციის მხრივ მძიმე ვითარებაა. ასევე ვხედავთ, რომ საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნები ჩართულები არიან ამჟამად „იბერიას“ საქმეში.

მე მოვუწოდებ პროკურატურას, მოახდინოს რეაგირება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის განცხადებაზე და გასცეს ყველა კითხვას პასუხი“ , - განაცხადა თარგამაძემ.

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი

10 მაისი, 2024 , 10:59

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მი

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი - ვახტანგ გომელაური

9 მაისი, 2024 , 12:23

არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მ

არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი

8 მაისი, 2024 , 18:16

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყალბი ნომრებიდან ზარების და გინების უკან "ოცნება" არ დგას. მეტიც, მას ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ირწმუნება, რომ ეს კამპანია სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტებმა "კონ

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი

8 მაისი, 2024 , 16:34

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც "ოცნების" შეფასებით, შანტა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი