უკან

ეკონომიკა

19 ივნისი, 2017 14:15
font-size

ლევან დავითაშვილი ბორდოში ღვინის გამოფენას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ღვინის საერთაშორისო კონკურსის ,,ვინექსპო ბორდო 2017“-ს (Vinexpo Bordeaux 2017) გახსნას დაესწრო.

Vinexpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ბორდოს გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკვე მეორედ იღებს მონაწილებას გამოფენაში ,,ვინექსპო ბორდო“ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.

,,ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, სპეციალისტები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ როგორც იმპორტიორებთან, ასევე დისტრიბუტორებთან. წელს, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველო, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მასშტაბურ ექსპოზიციას წარმოადგენს. ეს არის შანსი ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოედგენილი აქვს ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი