უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 დეკემბერი, 2017 17:50
font-size

ლიტერატურული კონკურსი „წერო“ - გინდა წერო? უნდა წერო! დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის, „წეროს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „წერო 2017“, 8 ნოემბერს დაიწყო. 5–10 გვერდამდე ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge–ის ვებ–გვერდზე, ნებისმიერ მსურველს, 29 ნოემბრამდე შეეძლო. სულ, გამოქვეყნდა 300 -მდე ნაწარმოები.

კონკურსის მეორე ეტაპზე, ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 18 ნაწარმოები განთავსდა ვებ–გვერდზე lit.ge და მკითხველს ორი კვირის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები დაფარული იყო სხვა მკითხველებისთვის.

დაჯილდოების ცერემონიალზე, მკითხველის შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდებიან კონკურსის I, II და III ადგილის მფლობელები. მათ შესაბამისად გადაეცემათ 4000 ლარი და კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო, 2000 ლარი და 1000 ლარი. საკუთარ რჩეულებს დაასახელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მათ სიგელებს და პრიზებს გადასცემს სამინისტროს წარმომადგენელი. ტრადიციულად, დასახელდება ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც.

დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იქნებ „წერო 2017“–ის ფინალში გასული მოთხრობების კრებული. კრებულის გადმოწერა შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახითაც ვებ–გვერდზე www.lit.ge.

სხვადასხვა დროს, „წეროს“ გამარჯვებულები არიან:

2006წ. - ვანო ჩხიკვაძე (პროზა);
2007წ. - ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია);
2007წ. - ბაჩო კვირტია (პროზა);
2008წ. - დიანა ანფიმიადი (პოეზია);
2008წ. - ირმა ტაველიძე (პროზა);
2010წ. - მარი ბექაური (პროზა);
2014წ. - ნათია როსტიაშვილი (პროზა);
2015წ. - ლია ლიქოკელი (პროზა);
2016წ. - მიშა ბახსოლიანი (პროზა).

ლიტერატურული კონკურსის „წერო“ ორგანიზატორები არიან – ელექტრონული წიგნების მაღაზია “Lit.ge” და ფარმაცევტული კომპანია GPC. მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს მწერალთა სახლი.

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O