უკან

ეკონომიკა

7 მარტი, 2018 17:45
font-size

„მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება - გენადი არველაძე

„ჩვენ შევთანხმდით, რომ „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ შეხვედრის გამართვა მოხდება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დონეზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შეხვედრა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მსგავსი ფორმატის ფარგლებში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, როგორ უნდა გავხადოთ უფრო ღრმა ის დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ ორმხრივ ფორმატში. ეს ფორმატი ასევე იძლევა საშუალებას, განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა.“

EWG-ის შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს დავით ზალკალიანი.

ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი