უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

მამაკაცის ქცევის 10 უცნაური მაგალითი და მათი განმარტება

წარმოგიდგენთ, მამაკაცების ერთი შეხედვით უცნაური ქცევის 10 ტიპურ მაგალითს და განმარტებას, თუ რას ნიშნავს ეს ქმედებები რეალურად.

რა თქმა უნდა, ცხოვრების სირთულეებიდან გამომდინარე ურთიერთობებზე მრავალი რამ შეიძლება მოქმედებდეს და აქედან გამომდინარე, ხსენებული მაგალითები არ უნდა განვიხილოთ აქსიომად, თუმცა ძირითად შემთხვევებში მამაკაცების საქციელი სწორედ შემდეგნაირად აიხსნება:

როდესაც ის მოულოდნელად გწერთ დიდი ხნის შესვნების შემდეგ:

მას სურს ყურადღება. ზოგჯერ მამაკაცებს უბრალოდ წყურვილი აქვთ ქალის ყურადღების და ყველაზე მარტივი გზაა ამ დროს, გააზგავნონ ისეთი მესიჯი, რომელიც პასუხს საჭიროებს.

როდესაც ქალი პასუხობს მის შეკითხვას, თუმცა მამაკაცი აღარ აგრძელებს მის მიერვე დაწყებულ საუბარს:

მას უბრალოდ იმაში დარწმუნება სჭირდებოდა, რომ კიდევ გახსოვთ, მას არ სჭირდება რაიმეს ხელახლა ინიცირება, თუმცა თქვენი პასუხით იმაში კი რწმუნდება, რომ მის ერთ-ერთ ვარიანტად რჩებით.

როდესაც თქვენთან რეგულარული მიმოწერა აქვს, თუმცა შეხვედრას არ გთავაზობთ:

მას მოსწონხართ იმ დონემდე, რომ უბრალოდ თქვენთან მიმოწერით დაკმაყოფილდეს. ის ვერ ხედავს თქვენთან მომავალს და ვერ გრძნობს ,,ქიმიას“, თუმცა მიმოწერაში ფლირტზე უარს არ ამბობს.

როდესაც მამაკაცი ცივდება ქალის მიმართ რამდენიმე კარგად ჩავლილი პაემნის შემდეგ:

შენ მის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არ ხარ. შესაძლოა, ის იმ პერიოდშიც კი გხვდებოდათ, როცა ნაჩხუბარი იყო თავის შეყვარებულთან. თუ შენ არაფერი ,,არ დაგიშავებია“ და მამაკაცი უმიზეზოდ გაცივდა შენ მიმართ, იგნორირებას უკეთებს შენს შეტყობინებებს ან ზარებს, ან თავი ისე უჭირავს, თითქოს მუდამ დაკავებულია, უნდა ივარაუდოდ, რომ მას სხვა ჰყავს (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის აქსიომა).

როდესაც ის მაშინ აქტიურდება, როდესაც სხვა მამაკაცთან შეგნიშნავთ:

მას ნადირობის პროცესი უფრო მოსწონს, ვიდრე ნანადირევით ტკბობა. მას უნდა საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ ნებისმიერი ქალის ხელში ჩაგდება შეუძლია.

როდესაც გეუბნებათ, რომ მხოლოდ მეგობრობა სურს თქვენთან, მაგრამ აგრძელებს ფლირტს:

მას ჯერ კიდევ სურს, ერთ-ერთ ვარიანტად დაგიტოვოთ, თუმცა ამ ფრაზით გეუბნებათ, რომ არ აინტერესებს თქვენთან სერიოზული ურთიერთობა. ის ფიქრობს, რომ თქვენთან ფლირტი გაუმარტივდება, თუ წინასწარ გაგაფრთხილებთ, რათა სერიოზულ ურთიერთობაზე იმედი არ გქონდეთ.

როდესაც ის გირეკავთ გვიან ღამით ან სურს, რომ მხოლოდ სახლში შეხვდეთ ხოლმე:

მას აინტერესებთ მხოლოდ ფიზიკურ დონეზე და ვერ ხედავს აზრს, ხარისხიანად გაატაროს თქვენთან დრო და უფრო სიღრმისეულად გაგიცნოთ. შენ მისთვის ,,გოგონა გამოძახებით“ ხარ.

როდესაც ის გწერთ კიდეც და გხვდებათ კიდეც, თუმცა ღირსშესანიშნავი თარიღების დროს იკარგება ( დაბადების დღე, ქალთა დღე, 14 თებერვალი...)

მას არ სურს თქვენთან დღესასწაულების აღნიშვნა, რადგან თქვენი ურთიერთობისთვის რაიმე სტატუსის მინიჭებას ერიდება.

როდესაც თქვენთან კარგად ერთობა, ხუმრობები მოსწონს და სოციალურ ქსელებში გიგზავნით ძირითადად სწორედ იუმორისტული შინაარსის ვიდეოებსა და ფაილებს:

მას უბრალოდ მხიარულება და დროის გაყვანა სურს და მოსწონს შენთან ამ კუთხით ურთიერთობა. ეს არ ნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია სერიოზული ურთიერთობით ან სიღრმისეული თემების განხილვით. შენ უბრალოდ მისთვის განტვირთვა ხარ.

როდესაც მამაკაცი გეუბნებათ, რომ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ ,,მომავალში არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს:“

ამ დროს მამაკაცი ან მართლაც მზად არაა სერიოზული ურთიერთობისთვის ან ,,ერთადერთად“ არ განგიხილავთ. ასეთი საუბრებით ის ცდილობს, გული არ გატკინოთ და არ მოგცეთ ცრუ იმედი. ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაიწყოთ იმის ლოდინი, როდის იქნება მზად.

უბრალოდ, იპოვეთ მამაკაცი, რომელიც არ გაიძულებთ იმტვრიოთ ტვინი, რას ნიშნავს მისი საქციელი!

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი