მოზაიკა
მელანია ტრამპმა გაუზიარა რომის პაპს, თუ რას აჭმევს ქმარს
მედიისთვის ცნობილი გახდა, ამერიკის პირველი ლედისა და რომის პაპის მოკლე დიალოგის შინაარსი, რომელიც ვატიკანში შედგა.
რომის პაპმა ფრანცისკემ, მელანია ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევის დროს, ამერიკის პირველ ლედის იტალიურ ენაზე კითხა: „რას აჭმევთ მას?“ და თავადვე დასძინა „პოტიცას?“. რაზეც მელანია ტრამპმა სიცილით უპასუხა: „დიახ! პოტიცას!“.
ვატიკანის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ პაპი პოტიცას დიდი მოყვარულია და ყოველთვის ახსენებს მას, როდესაც სლოვენიელ სტუმრებს ხვდება, მელანია ტრამპი კი წარმოშობით სლოვენიიდან არის.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, ვატიკანის დატოვების შემდეგ, Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა :“ჩემთვის მთელი ცხოვრების პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. ვატიკანს ვტოვებ კიდევ უფრო დიდი რწმენით, რომ უნდა ვიბრძოლო მსოფლიოს მშვიდობისთვის“.
„პოტიცა“ კი, რომელიც რომის პაპმა ახსენა, სლოვენიური რულეტია, რომელიც ნიგვზისგან მზადდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

