პოლიტიკა
მესამე სექტორმა საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადა
14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოუცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მის საპარლამენტო განხილვებს. მათი უკმაყოფილება გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემა შერეულიდან პროპორციულზე არა 2020 წელს, არამედ 2024 წელს გადავა.
მესამე სექტორი საპარლამენტო უმრავლესობას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო განხილვებს „თვალთმაქცობას“ უწოდებს.
„ვხედავთ, რომ ჩვენს რეკომენდაციებს, ჩვენს პოზიციებს, სამწუხაროდ, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ შეთანხმებული პოზიციები შემდეგ გადაითქვა და ვნახეთ, რომ მმართველი პარტია პრაქტიკულად, ერთი პარტიის შიგნით, დახურულ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში კონსტიტუციასთან დაკავშორებით და ეს არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სრულიად მიუღებელია ამ ქვეყნის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის.
ამიტომ, რადგან ვხედავთ, რომ ჩართულობის შედეგად პოზიტიური ცვლილებები არ ხდება, მივიჩნევთ, რომ ეს კონსტრუქციული დიალოგის პროცესი პრაქტიკულად არის ფარსი და თვალთმაქცობა იმისთვის, რომ ინკლუზიურობის ილუზია შეიქმნას, მაგრამ, სინამდვილეში, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ამ ყველაფერის შედეგს. ამის გამო, აღარ გვაქვს სურვილი და ვერ ვხედავთ აზრს იმისა, რომ გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან დისკუსია საკონსტიტუციო რეფორმაზე“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა მიხეილ ბენიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


