უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 თებერვალი, 2017 18:00
font-size

მიეცეს საშუალება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მშვიდ გარემოში შეძლონ განიხილონ საქმე - ლევან მურუსიძე

დაელოდეთ გამოძიებას და მიეცით მოსამართლეებს მშვიდი მუშაობის საშუალება, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ და აღნიშნულით რუსთავი 2-ის საქმისა და მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაუარა.

მისი თქმით, მთავარია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა სისტემის შიგნიდან არ იკვეთება.

,,მინდა გამოვეხმაურო დღეს გამოქვეყნებული პროკურატურის განცხადებას. ის წერილები, რომელიც გადაეცა აღნიშნული მოსამართლეების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და გაირკვა, რომ რეალურად აღნიშნულ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის შიგნით, არ განხორციელებულა. ამიტომ, მე ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ გავანებოთ სპეკულაციებს თავი. მიეცეს საშუალება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მშვიდ გარემოში შეძლონ განიხილონ საქმე, რომელიც ასე აინტერესებს საზოგადოებას’’, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ნატა ნაზღაიძეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქრთამი არ აუღია და ის კომპენსაცია, რომელიც ნაზღაიძის ოჯახის წევრს ჩაერიცხა მერიის მიერ, კანონის დაცვით იყო გადარიცხული.

,,მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას 2013 წელს აქვს ნაყიდი აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა სულ სხვა პიროვნებას. ეს მიწის ნაკვეთი იყო უფლებრივად ნაკლის მქონე, ანუ ჰქონდა ვალი, ვისგანაც შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და რეალურად ეს მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო იპოთეკით. ნაზღაიძის ძმას, რომ რეალურად მიეღო ეს მიწის ნაკვეთი, ის ძველი მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ეს მიწის ნაკვეთი ყოფილიყო უფლებრივად უნაკლო. აქედან გამომდინარე, თუ მერიამ რაიმე ნაბიჯები გადადგა, გადადგა იმ პირის სასიკეთოდ, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რათა მას გაეთავისუფლებინა ეს მიწის ნაკვეთი’’, - განაცხადა მურუსიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი

10 მაისი, 2024 , 10:59

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მი

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი - ვახტანგ გომელაური

9 მაისი, 2024 , 12:23

არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მ

არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი

8 მაისი, 2024 , 18:16

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყალბი ნომრებიდან ზარების და გინების უკან "ოცნება" არ დგას. მეტიც, მას ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ირწმუნება, რომ ეს კამპანია სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტებმა "კონ

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი

8 მაისი, 2024 , 16:34

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც "ოცნების" შეფასებით, შანტა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი