პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს მოლდოვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, სადაც გამართავს ორმხრივ შეხვედრებს მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუგლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობას მიიღბს ქ. კიშინეუში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს, რის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრიან კანდუსთან.
ქ.კიშინეუში მიმდინარე წლის 10 ივლისს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი; ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახილდება 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ პროცესზე.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


