პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში გაემგზავრება
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით მიმართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებული ტერიტორიების სახით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე ისაუბრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლის მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ში საქართველოს ორგანიზებით პარალელური ღონისძიება „Achieving sustainable peace based on the respect of human rights“ გაიმართება, რომელიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიეძღვნება.
საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გენერალურ დებატებში მონაწილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის დელეგატები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა თავის კოლეგებთან.
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი 25 აპრილს დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


