პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას.
შეხვედრაზე განხილული იქნა თბილისსა და ბელგრადში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის ამოქმედებამდე დიპლომატების დანიშნვის შესაძლებლობა. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
სერბეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიხეილ ჯანელიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება და აღნიშნა, რომ სერბეთის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას უახლოეს დღეებშივე მოახდენს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და სერბეთის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში წარმატებულ ურთიერთობებს. მათ შორის სერბული მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობით, რაც კარგ საფუძველს ქმნის ბიზნეს წრეებს შორის შემდგომი კავშირებისათვის. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ერთობლივი ბიზნეს ფორუმების გამართვას, აღსანიშნავია, რომ თბილისში იგეგმება საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა ალექსანდ ვუჩიჩს ევროინტეგრაციის გზაზე სერბეთის წარმატება, კიდევ ერთხელ გამოიხატა ამ გზაზე სერბეთის გამოცდილების გაზიარებისადმი ინტერესი. ამ მხრივ აღინიშნა უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის.
სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ წარმატებაში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა სერბეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში გამართული შეხვედრა, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით. სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ასევე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, დაგეგმილია შეხვედრები სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრთან და სერბეთის საგრეო საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც გაფორმდება შეთანხმება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოვლის შესახებ.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


