უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
მოზაიკა
მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. სპორტსმენმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენს ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება.
მადლობა“, - წერია ფაჩულიას მიმართვაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2017 წლის ევრობასკეტს გამოეთიშა. ბოლო შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები იტალიის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით, 69:71 დამარცხდნენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

