უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2025 17:06
font-size

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გამაგრება მიმდინარეობს, მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.

მიმდინარე სამუშაო პროცესი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე, დაახლოებით 50-მეტრიან მონაკვეთში რამდენიმე დღის წინ ბზარები დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც.

უსაფრთხოების მიზნით საპრევენციო ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდა – დეფორმირებულ პერიმეტრზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და დაიწყო გადაუდებელი, საპრევენციო, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების წარმოება.

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

30 სექტემბერი, 2025 , 15:29

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School-თან თანამშრომლობით ნიკა გუჯეჯიანი სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმ

პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურ

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

30 სექტემბერი, 2025 , 13:01

საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხე

ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური

30 სექტემბერი, 2025 , 12:48

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც „მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მი

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი