უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება

მწერალი როსტომ ჩხეიძე ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დააჯილდოვეს
მწერალი როსტომ ჩხეიძე ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა.
მწერალს ჯილდო ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა მთაწმინდის პანთეონში გადასცა.
ილია ჭავჭავაძის ჯილდოს მფლობელი პირველად შარშან გამოვლინდა და მისი ერთადერთი ლაურეატი საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იყო.
,,მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მივანიჭოთ წლევანდელი ილია ჭავჭავაძის პრემია ჩვენს ძვირფას მეგობარს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, ბატონ როსტომ ჩხეიძეს“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ როსტომ ჩხეიძისთვის ჯილდოს გადაცემისას.
მწერალს ეროვნული პრემია საზოგადოებისათვის გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა.
,,უნდა გეყუდნეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, უნდა გწამდეს ეროვნული ენერგიისა, უნდა გწამდეს ძლიერი საქართველოსი ძლიერ კავკასიაში - აი, ეს არის ილია და არა მარტო ის ,,გვეყუდნეს“. საუკუნის წინათაც ,,გვეყუდნოდა“ და თავზე დაგვემხო, იმიტომ, რომ არასახელმწიფობრივად მოაზროვნე და არაეროვნულად მოაზროვნე ხალხი აღმოჩნდა სათავეში.
ყველაფერი წერია ილიასთან. მარტო ილიას სახელს კი არ უნდა გავიძახოდეთ, ილია უნდა წავიკითხოთ, ილია უნდა გავითვალისწინოთ და ის უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც მიეზიდებოდა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ გადავინაწილოთ’’, - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.
,,დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ილიას სახლ-მუზეუმში დასრულდა. მსვლელობა ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა და საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივის“ მიერ ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ინიციატივის მიზანია ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის მეტი პოპულარიზაცია.
,,ძალიან კარგი ფაქტია, რომ ახალმა თაობამ იტვირთა ესტაფეთა ეროვნული აზრის, ეროვნული მოღვაწეობის, ეროვნული ბრძოლის.
ბატონი როსტომი - ეს არის თვალსაჩინო მწერალი, ბიოგრაფიების მკვლევარი. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქართველი მოღვაწის, ბიოგრაფია დაწერა და გახადა პოპულარული“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ილია ჭავჭავაძე 12 სექტემბერს წიწამურის გზაზე 111 წლის წინ მოკლეს. ამ დღესთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ღია ცის ქვეშ საჯარო სივრცეებში განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში მთაწმინდის პანთეონში მწერლებმა, პოეტებმა და მსახიობებმა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
,,შემიძლია ვთქვა ძალიან დიდი სიხარულით, რომ წელს, უკვე მეოთხე წელია, გვაქვს სოციალური ნაწილი, ჩამოგვყავს შიდა ქართლიდან დევნილი მოზარდები.
წელს, მით უმეტეს, აგვისტოს ომის 10 წლისთავია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ აქ ყოფნას, მათი სახელმწიფოებრივი ღირებულებებისათვის ზიარების მცდელობას “, - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა.
ღონისძიება თბილისში წელს უკვე მეხუთედ ტარდება. მსვლელობაში მონაწილეობა ტრადიციულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29