პოლიტიკა
ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის 21 წევრი დატოვებს - ირმა ნადირაშვილი
ნაციონალური მოძრაობის, ე.წ ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობას პარლამენტის 21 წევრი დატოვებს.
როგორც ნადირაშვილმა თემაზე საუბრისას მედიას განუცხადა, ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდს ბევრი რეგიონული თავმჯდომარე, მათ შორის თბილისის ცხრა თავმჯდომარე შეუერთდება.
„პარლამენტის 21 წევრი დატოვებს პარტიას. პარტიას ტოვებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც. ძალიან ბევრი რეგიონული თავმჯდომარეც სწორედ ჩვენს გუნდში იქნება, მათ შორის თბილისის 14 თავმჯდომარიდან ცხრა, ამ გაყოფის პროცესში დაიჭერს ჩვენ მხარეს“,-აღნიშნა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს გამოაქვეყნებს, საიდანაც გაირკვევა თუ ვის გუნდში დარჩება იგი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი, თუმცა მიანიშნებს, რომ ის სწორედ მათ გუნდში გადავა.
„არ ვიცი ვანო მერაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მე ვიცი, ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ახლობლობა აქვთ ვანო მერაბიშივლთან, პირდაპირ შემიძლია მოვიყვანო სამცხე ჯავახეთის მაგალითი, ამ რეგიონმა არც ერთი დელეგატი არ გააგზავნა ყრილობაზე“,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
დღეს ნაციონალური მოძრაობის ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წარმომადგენლები, 15:00-ზე ბრიფინგს გამართავენ.
მოგვიანებით კი, ბრიფინგის გამართვას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებიც გეგმავენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


