უკან

სამართალი

30 მაისი, 2016 15:30
font-size

ნიკა გვარამიამ ელენე ხოშტარიას, დავით ბაქრაძის, ნიკა რურუასა და სასულიერი პირის დაკითხვა მოითხოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 4 პირის დაკითხვის შუამდგომლობით გამოვიდა.

კერძოდ, ნიკა გვარამია ითხოვდა, მის მიერ დასახელებულ მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხულიყვნენ: ინფორმაციის პირველი წყარო სასულიერო პირი და ასევე ამ საქმის მოწმეები, ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე და ნიკა რურუა.

მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას აღნიშნული შუამდგომლობა ისევე არ დააკმაყოფილა, როგორც მანამდე მათი აცილების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობები.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირისგან მიღებული ინფორმაცია სამმა ადამიანმა მიაწოდა.

,,სასულიერო პირისგან მაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის თანახმად, პირველი შემადგენლობის ერთ-ერთმა მოსამართლემ გაანდო სასულიერო პირს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლეგიისთვის უკვე ცნობილი იყო გადაწყვეტილება. იგი დაიწერა იუსტიციის სამინისტროში გერმანულ სამართალზე დაყრდნობით, მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით და შემადგენლობა იყო ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი