უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ივლისი, 2017 18:25
font-size

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

ა.გ. სამართალდამცველებმა ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

`ფილდფიშერმა` `ომეგა ჯგუფის` ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დიდ ბრიტანეთში სამართლებრივი პროცედურები დაიწყო (ვიდეო)

26 სექტემბერი, 2018 , 13:20

ბრიტანულმა კომპანია "ფილდფიშერმა" "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დიდ ბრიტანეთში სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. "ფილდფიშერის" იურისტთან კოლინ გიბსონთან ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია ,,იბერი

ივანიშვილს, ქუმსიშვილს და ყველას, ვინც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ

26 სექტემბერი, 2018 , 12:20

ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის  ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. სარჩელი ლონდო

იბერია ტვ-ს საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიის" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა. პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კერძოდ კი, დ

„კოლორპაკში“ პროკურატურის შესვლა პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ უკავშირდება - მთავარი პროკურატურა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „მედიაპალიტრის“ კუთვნილ შპს „კოლორპაკში“ პროკურატურის შესვლა პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ უკავშირდება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხ

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 17:45

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს დაიცავს

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძალოვანი პენსიონრების სარჩელის განხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ. ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს სასამართლოშ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`