მოზაიკა
“ომეგა მოტორსში” BMW ახალი X5 და პირველი X7 მოდელების პრემიერა გაიმართა
“ომეგა მოტორსი” 2019 წელს, დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14 ივნისს, თბილისში, კომპანიის სადილერო ცენტრში, BMW X7 და BMW X5 პრემიერა გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ქართველი ავტომოყვარულები, BMW მფლობელები, ბრენდის ლოიალური მომხმარებლები, კომპანიის პარტნიორები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ ყოფილიყვნენ ერთ-ერთი პირველი ვინც საქართველოში იხილა BMW ახალი მოდელები. საპრეზენტაციო ნაწილთან ერთად, სტუმრებს განწყობას უქმნიდა სასიამოვნო მუსიკა და პარტნიორებისგან დაწესებული პრიზები, რომლებიც საგანგებოდ საღამოზე დამსწრე სტუმრებს გადაეცათ.
„ომეგა მოტორსს“ საღამოზე პარტნიორობას უწევდნენ ისეთი კომპანიები როგორიც არის: საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელი კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ და ვისოლ ჯგუფში შემავალი კომპანია - „ვიანორი“ , კომპანია „თბილისი ჰილს“, რომელიც საქართველოში პირველად გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი აღჭურვილობის გოლფის მოედანს. სტუმრებისთვის საჩუქარი დააწესა ასევე სასტუმრო „საირმემ“ და ბათუმში მდებარე 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ „გრანდ გლორია“ , ხოლო სასტუმრო „რედისონმა“ და ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა სტუმრებისთვის ჯანსაღი ცხოვრების გასაუმჯობესებლად სპა ცენტრის ვაუჩერები გაათამაშეს. პარტნიორებმა: ტიფანი ბარი და ტერასა, ტიფლის ვერანდა და შერატონ გრანდ მეტეხი პალასმა სტუმრებს სასიამოვნო ვახშამი და სასტუმროში ღამის გატარება გადასცა. საღამოს პარტნიორმა ლუტეციამ სტუმრები სუნამოებით დაასაჩუქრა. საღამოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორები იყო „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ომეგა ქარ რენთალი“ .
საღამოზე წარმოდგენილი იყო BMW X5 xDrive40i, 340 ცხენის ძალით , რომელიც 0-100კმ/სთ სიჩქარეს 5,5 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე 243კმ/სთ აქვს. ასევე წარმოდგენილი იყო BMW X7 xDrive50i , 462 ცხენის ძალით , 0-100კმ/სთ აჩქარება 5,4 წამში და 250 კმ/სთ.მაქსიმალური სიჩქარით.
ცნობისთვის - „ომეგა ჯგუფი" 1992 წელს ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა. თავისი არსებობის 27 წლის განმავლობაში კომპანია ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს ჰოლდინგი. დროთა განმავლობაში ჰოლდინგის ხედვა გასცდა კომერციის საზღვრებს და დღესდღეობით, "ომეგა ჯგუფი" უკვე საპასუხისმგებლო როლს ასრულებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნულ ქველმოქმედებაში.
ავტომოყვარულისა და ადგილობრივი ავტოშეჯიბრებების აქტიური მხარდამჭერის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დაარსებული „ომეგა მოტორსი" 1999 წლიდან გახდა BMW ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 2011 წლიდან “ომეგა მოტორსს” დაემატა ბრიტანული ბრენდის MINI და 2017 წლიდან სადილერო ცენტრი ქალაქ ბათუმშიც გაიხსნა.
ყველა ავტომობილის იმპორტი უშუალოდ მიუნხენიდან ხორციელდება, რაც სერიოზული განაცხადია, რომ „ომეგა მოტორსი" უზრუნველყოფს მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომანქანების მოწოდებას.
„ომეგა მოტორსის" გუნდი სრულყოფილ ცოდნას ფლობს, რათა წელიწადში ათასობით კლიენტს დაეხმაროს და შესთავაზოს მაღალ კვალიფიციური სერვისი. ჩვენმა პროფესიონალებმა გაიარეს სპეციალური ტრეინინგები , რათა უზრუნველყონ ყველა სახის მომსახურება:კონსულტაციით დაწყებული და ავტომობილის, ან მისი რომელიმე აქსესუარის შესყიდვით დამთავრებული.
„ომეგა ჯგუფი" მუდმივად იზრდება და ვითარდება. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 2016 წელს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის" მიერ გამართულ, რიგით მე-17 ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ინვესტორად, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს.