უახლესი ამბები
- 13.05.2024 07:41პარლამენტის სასახლეში 13 მაისიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
- 13.05.2024 07:31დღის კალენდარი - 13 მაისი
არქივი
საზოგადოება
ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი
ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა მაისურაძის ინფორმაციით, მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მაისურაძემ განაცხადა, რომ პაციენტს დამატებითი კვლევები დაენიშნა.
„ოთარ აბესაძე გუშინ მოთავსდა კლინიკაში გონების კარგვის ეპიზოდის გამო, ასევე მას გულ-მკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოირიცხა მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, უბრალოდ, დაგეგმილია დამატებითი კვლევები. ასევე, კონსილიუმი იგეგმება. შემდგომი განცხადებები ამ კვლევების დასრულებისთანავე გაკეთდება. გადაწყდება პაციენტის ბინაზე გაწერის საკითხი“, -უთხრა ექიმმა IPN-s.
გუშინ ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის დროსაც ის შეუძლოდ გახდა. ამის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მოგვიანებით ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.