უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 იანვარი, 2018 12:25
font-size

ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამო და წიგნის „ნიღბის მიღმა“პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში ოლიკო ჟღენტის წიგნის “ნიღბის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. წიგნი მსახიობის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.

წიგნში ოთარ მეღვინეთუხუცესი მკითხველის წინაშე განსხვავებული რაკურსითაა წარდგენილი. „ნიღბის მიღმა“ 4 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მსახიობის პირად მოგონებებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდის ქართულ და უცხოურენოვან ჟურნალ-გაზეთებიდან, რადიო-სატელევიზიო გადაცემებიდან არის მოძიებული. წერილების, პირადი ჩანაწერების ნაწილი და მსახიობის სამუშაო დღიურები პირველად ქვეყნდება.

მეორე ნაწილში შესულია ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, რეჟისორების და სხვა ცნობილი ადამიანების სტატიები, რეცენზიები და წერილები. მესამე ნაწილში ოთარ მეღვინეთუხუცესს იხსენებენ ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და ყოფილი პარტნიორები. მეუღლის შესახებ საუბრობს გურანდა გაბუნიაც. წიგნის დანართში თავმოყრილია ინფორმაცია ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯილდოებისა და დამსახურებების შესახებ.

წიგნს თან ახლავს აუდიოჩანაწერების კრებულიც, რომელიც მოიცავს ფრაგმენტებს იმ თეატრალური დადგმებიდან და რადიოსპექტაკლებიდან, რომლებშიც ოთარ მეღვინეთუხუცესი მონაწილეობდა.

წიგნი „ნიღბის მიღმა“ 2017 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

„ნიღბის მიღმა” პრეზენტაციაზე დამწრე სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O