უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ნოემბერი, 2016 14:15
font-size

ქალაქ მინისკში კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი

8 ნოემბერს, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინსკში, კვების მრეწველობის ყოველწლიური, 22-ე საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო - 2016” (ProdExpo 2016) გაიხსნა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესამე წელია მონაწილეობს. ქართულ სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს იგორ ბრილოსა და ვლადიმერ გრაკუნის, ასევე ვაჭრობის მინისტრს, ვლადიმირ კოლტოვიჩს უმასპინძლა.

აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 14 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის, ქართული ღვინო, ნატურალური წვენები და სხვადასხვა ქართული ტკბილეული.

კვების მრეწველობის 22-ე სართაშორისო გამოფენა „პროდექსპო - 2016” 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში მსოფლიოს 10 ქვეყნის (ბელარუსია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, საბერძნეთი, სირია, მოლდოვა, იტალია, საქართველო) 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. წელს აღნიშნული გამოფენა ბელარუსის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვლადიმირ კოლტოვიჩმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიადგილემ ვლადიმერ გრაკუნმა გახსნეს.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი