უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 აპრილი, 2023 10:00
font-size

რა ხდება ისრაელში და ვინაა პასუხისმგებელი

„ისრაელის სახლი“ აქვეყნებს ისრაელის პოზიციას ამ დღეებში მომხდარ მოვლენებზე. ისრაელზე თავდასხმა ხდება ფესახის დღესასწაულზე, როდესაც ყველა ოჯახის წევრები არიან სახლებში, როდესაც ისრაელში აღინიშნება შოა (კატასტროფა - 6 მილიონი ებრაელის მოსპობა ჰოლოკოსტის წლებში). ტერორი გრძელდება: წინა თვეში ჩახოცეს 2 ძმა, ახლაც - ასევე 2 და მანქანაში 20 წლის აახალგაზრდა.

საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენმა მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს: „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოხატოს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია პალესტინის ტერორიზმის წინააღმდეგ, დაგმოს სროლა ლიბანიდან და ღაზადან, დაგმოს ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ველური წაქეზება და აღიაროს ისრაელის უფლება, როგორც სუვერენული სახელმწიფო, დაიცვას საკუთარი თავი და მისი მაცხოვრებლები“

რა მოხდა ზუსტად?

ექსტრემისტული ელემენტები ცდილობდნენ ტაძრის მთაზე (არ აბაით) მეჩეთის ხელში ჩაგდებას, ადგილის გამაგრებას, ადგილის შეურაცხყოფას და საზოგადოების საფრთხის ქვეშ დაყენებას. ისრაელის პოლიცია, ღვთისმსახურების უსაფრთხო უზრუნველყოფის მიზნით. ცდილობდა, შეეჩერებინა მლოცველთა ძალადობრივი ბარიკადები.

ისრაელი პოზიცია:

1. ამ დღეებში ისრაელის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა ჰამასმა, საპასუხოდ კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) შეუტია ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სამხედრო შენაერთებს.

ისრაელს არ უნდა ესკალაცია, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიისთვის მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან ფასს გადაიხდის. ჩვენი სუვერენიტეტის საკითხში კომპრომისს არ დავუშვებთ - ამბობენ ისრაელის მთავრობაში.

2. ჰამასი პასუხისმგებელია ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლაზე. ისრაელი უპასუხებს ნებისმიერ საფრთხეს.

3. ისრაელის სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ლიბანი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მის ტერიტორიაზე ხდება. ლიბანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავიდან აიცილოს მისი ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით გასროლა.

4. ისრაელი მუდამ ერთიანი იქნება თავისი უსაფრთხოების საკითხში. ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება პრიორიტეტების სიის სათავეშია; ისრაელის შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების ძალები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე არიან.

პოზიცია ტაძრის მთაზე მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით:

1. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტაძრის მთაზე აჯანყებულებს შეურაცხყონ მეჩეთი და საფრთხე შეუქმნან საზოგადოებას. პარასკევს დილითაც რამდენიმე ისლამური ექსტრემისტი ცდილობდა ტაძრის მთაზე ძალადობასა და არეულობის მოწყობას. აჯანყებულებმა ქვები დაუშინეს და საფრთხე შეუქმნეს იქ და დასავლეთ კედლის მოედანზე მლოცველ საზოგადოებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ზიანი მიაყენონ ღვთისმსახურებას, საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ მშვიდობას და შეურაცხყონ წმინდა ადგილი.

2. აჯანყებულები საფრთხეს უქმნიან მთაზე ლოცვის ჩატარებას; ჩვენ ვიმუშავებთ ღვთისმსახურების თავისუფლების გარანტიის მისაღწევად და საფრთხის შემცველი ფაქტორების აღმოფხვრაზე.

3. მომხდარზე ტერორისტული ორგანიზაციები და ექსტრემისტული ელემენტები ავრცელებენ ჭორებსა და ყალბ პუბლიკაციებს, რათა ბიძგი მისცენ ძალადობას, რისხვას და ხელი შეუშალონ რამადანის რუტინას. ჩვენ გავაგრძელებთ წაქეზების წინააღმდეგ მოქმედებას და არ მივცემთ უფლებას რომელიმე მხარეს, დააზიანოს ტაძრის მთაზე არსებული პრაქტიკა.

4. პოლიცია და უშიშროების სამსახური მიიღებენ ყველა საჭირო ზომას საზოგადოებრივი მშვიდობის შესანარჩუნებლად და ყველა რელიგიის წარმომადგენელთათვის სიმშვიდის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.

5. ისრაელი ინარჩუნებს ღვთისმსახურების თავისუფლებას, რომელიც არსებობს ყველა რელიგიის წარმომადგენელთა წმინდა ადგილებში. ამას მოწმობს ბოლო პარასკევს ტაძრის მთაზე მლოცველთა რაოდენობის გაორმაგება (გასულ პარასკევს 100,000-ზე მეტი ადამიანი).

6. ფესახის დროს ისრაელელები და ტურისტები წინასწარ განსაზღვრულ დროს ადიან ტაძრის მთაზე. ეს ტრადიცია მრავალი წელია არსებობს. შაბათ-კვირას მთაზე არ არის ვიზიტები.

7. იერუსალიმი - ისრაელის დედაქალაქი რწმენის თავისუფლების სიმბოლოა, ქალაქი ამ დროს არის სამი რელიგიის წმინდა დღეებისა და ცერემონიების ცენტრი: ფესახი, აღდგომა და რამადანის თვის ლოცვა.

8. ფესახი წესრიგის დაცვის მიზნით და უსაფრთხოების სისტემის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდა დღესასწაულის საღამოდან შაბათამდე იეუდა და სამარიაში და ღაზას სექტორში გადასასვლელების დაკეტვა. ტაძრის მთაზე პალესტინელების შესვლა, მსგავსად რამადანის დასაწყისისა, პარასკევს დაშვებული იყო.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი