უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

6 მაისი, 2025 12:50
font-size

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი” 4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “La Gran Diversion” წარადგინა. ღონისძიება კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში კომპანია “თაგის არტის” ორგანიზებით ჩატარდა. მრავალფეროვანი საპრემიერო პროექტი - ეს არის კუბის მძვინვარე 20-იან წლებში ერთგვარი მოგზაურობა, მიპატიჟება ღამის წვეულებაზე, ცეკვებზე, რომლებიც ტრადიციებს, დიდოსტატებისგან მიღებულ განათლებას, გამორჩეულ ნიჭსა და ველურ თანამედროვე ჟღერადობას ოსტატურად აერთიანებს.

ვირტუოზი მუსიკოსების საოცარმა შესრულებამ მაყურებლებით სავსე დარბაზი აღაფრთოვანა და კუბური მუსიკის დაუვიწყარ რიტმებს ცეკვით ააყოლა.

რობერტო ფონსეკა მრავალი საერთაშორისო ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელია. მისი მუსიკა ევროპული, აფრიკული და კარიბის ზღვის კულტურული ტრადიციების უნიკალური ნაზავია. ალბომი - “La Gran Diversión” - პიანისტის გამორჩეული პროექტია, რომელშიც მისი არაერთი ცხოვრებისეული თუ პროფესიული მოგონება გაერთიანდა.

“მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ, თქვენთან ერთად ვართ. ამ საღამოს თქვენთვის ლამაზ სიმღერებს შევასრულებთ და იმედი მაქვს, ყველა ერთად ვისიამოვნებთ ტრადიციული კუბური მუსიკის თანამედროვე ჟღერადობით”, - აღნიშნა კონცერტის მსვლელობისას რობერტო ფონსეკამ და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაზე მისვლისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კონცერტის დასრულების შემდეგ “თბილისი რიტმის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ანი ლაღიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ღონისძიება თავისი სიღრმითა და შინაარსით მონუმენტური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

“რობერტო ფონსეკას შემოქმედებას 5 წლის განმავლობაში ვეცნობოდი და საქართველოში მის ჩამოყვანას ვგეგმავდი. იგი კუბური მუსიკის განახლების სიმბოლოდ არის მიჩნეული. სამყარო, რაც მან მოგვიტანა, შეუდარებელია. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი კონცერტი. ეს იყო სევდით, ტრაგიზმით, ნოსტალგიით, სიყვარულით, სითბოთი დატვირთული საღამო, მელოდიებისა და მაგიების სამყარო. აქ თითოეულმა ყველაფერი ბოლომდე შევიგრძენით”, - აღნიშნა ანი ლაღიძემ.

ფესტივალ “თბილისი რიტმის” მომდევნო ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება. ამ დღეს თბილისს მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა ნატალია ოსიპოვა პირველად ესტუმრება. იგი მაყურებლის წინაშე ახალი საცეკვაო პროგრამით - „ბუნების ძალა“ (Force of Nature) - წარდგება. წარმოდგენა, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრში გაიმართება, ნატალია ოსიპოვასა და ჯეისონ კიტელბერგერის ერთობლივ ნამუშევრებს, ასევე ბრიტანელი და ამერიკელი ქორეოგრაფების მიერ დადგმულ ცეკვებს აერთიანებს.

9 სექტემბერს კი ფესტივალ „თბილისი რიტმს“ ასევე ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრში სახელგანთქმული ფრანგი აკორდეონისტი, ასტორ პიაცოლას მუსიკის შეუდარებელი ინტერპრეტატორი რიშარ გალიანო ტრიოსთან ერთად ეწვევა. იგი ახალ ალბომს - „ნიუ ვიაჯიო“ (New Viaggio) - წარადგენს.

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა

28 აპრილი, 2025 , 16:34

თბილისში ვირტუოზი ხორვატი პიანისტის,  მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: “Sparks”  და  “Culture Forever”. სახელოვანი მუსიკოსი საქა