უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

1 მარტი, 2023 10:15
font-size

როგორ გადავიხადოთ ჯარიმები თიბისი ფეიზე

ჯარიმა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო გადასახადია. თიბისი ფეიზე შევქმენით უსწრაფესი გადახდის სერვისი, რომლის მეშვეობითაც შეძლებ მხოლოდ რამდენიმე კლიკით გადაიხადო ჯარიმა და უარყოფითი შეგრძნებებიც წარსულს ჩააბარო.

სერვისების პანელში იპოვი “სახელმწიფო სერვისების” ველს. აქ დაგხვდება 18 სხვადასხვა მომსახურება - პატრულის ჯარიმები, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები და ა.შ. აირჩიე შესაბამისი სათაური და დაიწყე შევსება.

პატრულის ჯარიმებზე რომ გადახვალ, ჩამონათვალში გადახდის 3 ფორმა დაგხვდება. ესენია:

-გადახდა ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით;

-გადახდა ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ-პასპორტი) ნომრით გადახდა;

-გადახდა ქვითრის ნომრითა და დაჯარიმებული პიროვნების პირადი ნომრით.

გახსოვდეს, რომ პატრულის ჯარიმის გადახდისას აუცილებლად გჭირდება ქვითრის ნომრის შენახვა. თუ თიბისი ფეიზე დარეგისტრირდები, შეგიძლია შენი პირადი ინფორმაცია შეინახო და ყოველ ჯერზე თავიდან არ დაგჭირდეს ნომრების შეყვანა.

თიბისი ფეიზე ასევე შეგიძლია სხვა სახელმწიფო სერვისების პოვნა: აქვე შეძლებ გადაიხადო მართვის მოწმობის გამოცდის საფასური, აღსრულების ეროვნული ბიუროსა თუ სამოქალაქო რეესტრის მომსახურება. რაც ყველაზე მთავარია, იცი, რომ შენ მიერ ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება და შეგიძლია გადაიხადო კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის დასვენების დღეებშიც.

თიბისი ფეი გადახდების პროცესს ბევრად სასიამოვნოს ხდის, არ გიწევს ლოდინი, პროცესს ასრულებ სწრაფად და მშვიდად ხარ, ვინაიდან იცი, რომ თიბისი ფეი შენი კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O