მოზაიკა
რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა
ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი ქრიშტიანუ რონალდუ, კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
ბრიტანული გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს, რონალდუმ „რეალთან“ ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გამოცემის ინფორმაციით, ამიერიდან ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 45 მილიონ ევროს შეადგენს. შესაბამისად, რონალდუს 5- წლიანი კონტრაქტის მიხედვით, იგი 225 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აქამდე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს, „ბარსელონას“ არგენტინელი თავმდამსხმელი ლეონელ მესი ფლობდა, რომლის წლიური ანაზღაურება 40 მილიონ ევროს შეადგენდა.
მონიკა დავლიანიძე
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30


