უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება


როსტომ ჩხეიძე: ახლა საქართველოს ეს ცხელი გული რიონის ხეობაში ასვენია
რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ბედისწერის წინაშე
მწარე, მრუმე, გაუსაძლის სინამდვილეს შეჰყურებდა ლადო ასათიანი, მაგრამ იმედი მაინც არ დაეშრიტებოდა, რაკიღა სინათლის სხივსაც ხედავდა და თანამოძმეთაც ამით აგულიანებდა:
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენიაო!..
სვეტიცხოვლის ხსენება იწვევდა კრწანისის მწუხარე მოგონებასაც და ასპინძის ჰეროიკის გახსენებასაც.
ახლა საქართველოს ეს ცხელი გული რიონის ხეობაში ასვენია, ამ თვალშეუდგამ, ზეცას შეწვდენილ ტაძარში, მაგრამ თუ მიწა გამოეცლება, ის ტაძარიც ერთბაშად ჩამოიმზღვლევა და ცხელი გულიც დაიწრიტება და გაცივდება, ქვადქცეული კი ვეღარც თავს უშველის და ვეღარც ჩვენ დაგვიხსნის საბედისწერო ჟამისაგან.
და ამიტომაც ჩვენზე ჰკიდია:
რიონის ხეობა და ნამოხვანი კრწანისად გვექცევა და ტაბახმელად თუ ბასიანად და ხრესილად.
კვლავაც ძველებურად იბობოქრებს საქართველოს ცხელი გული თუ დაფლეთილ-დაგლეჯილი ქარს გადაჰყვება უფსკრულში და თან ჩაგვიყოლებს.
ყველა ხეობა ჩვენი ქვეყნისა ახლა რიონის ხეობაში შეკრებილა.
ყველა სოფელი და ქალაქი იქით წასწრაფებულა.
ყველას გულისთქმაც და მზერაც იქაურობას მიბჯენია.
და ფეთქავს, ჯერაც ფეთქავს საქართველოს ცხელი გული რიონის ხეობის დიდ ტაძარში!..“
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29