უკან
არქივი
სამართალი
26 იანვარი, 2018 11:45
რუსთაველის გამზირზე საიუველირო მაღაზია გატეხეს
რუსთაველის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“დღეს დილით მაღაზიის მფლობელებს გატეხილი დახვდათ.
მათი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებული არაფერია, რადგან შესასვლელი კარის შუშის ჩატეხვის შემდეგ სიგნალიზაცია ჩაირთო.
საიუველირო მაღაზიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა)დაიწყო.