უკან

ეკონომიკა

27 სექტემბერი, 2017 17:15
font-size

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს - ნიკოლოზ გაგუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება დაასრულა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რეგიონული ვორქშოფის სესიის „საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება“ შემდეგ. სესიაზე აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ტორბენ ჰანსენმა.

სესიას საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების შესახებ დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელიც საქართველოში იმყოფება.

„ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ბევრ რეპუტაციულ რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ადგილზე ვართ. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო არის მსოფლიოში მე-16 ადგილზე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ფონდის შეფასებას, ეს იყო ერთ-ერთი ღრმა და შინაარსობრივი შეფასება. ბევრი და მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა. თუმცა არის ღონისძიებები, რომელთა განსახორციელებლადაც ჩვენ გვაქვს 4-წლიანი სამუშაო გეგმა. 2020 წლის ჩათვლით ისინიც უნდა გატარდეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ, რათა საქართველო იყოს ლიდერი არა მხოლოდ ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი