უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ნოემბერი, 2017 12:30
font-size

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.7%-ით გაიზარდა - საქსტატის წინასწარი მონაცემები

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია და 8566.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე მოდის 2203.1 მლნ. აშშ დოლარი (წინა წლის პერიოდთან აღნიშნული მაჩვენებელი 29.4%-ითაა გაზრდილი), ხოლო იმპორტზე - 6363.0 მლნ. აშშ დოლარი (7.8%-ითაა გაზრდილი). 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4160.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6%-ია. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1700.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.6 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან და მან 2324.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე 531.1 მლნ. აშშ დოლარი მოდის (რაც 17.1%-ით მეტია), ხოლო იმპორტზე - 1793.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.9%-ით). ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 27.1% შეადგინა, რაც 2.2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. აქედან ექსპორტზე მოდის 24.1% (წინა წელს მოდიოდა 26.7%), ხოლო იმპორტზე 28.2% (წინა წელს ეს მაჩვენებელი 30.1%-ს შეადგენდა). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 30.3% (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 31.5%-ს შეადგენდა).

დსთ-ის ქვეყებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წელთან შედარებვით 32.1%-ით გაიზარდა და 2783.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე მოდის 911.5 მლნ. აშშ დოლარი (59.6 %-ით მეტი), ხოლო იმპორტზე - 1872.4 მლნ. აშშ დოლარი (21.9 %-ით მეტი). ამ ქვეყნების წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 32.5%-ია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტზე მოდის 41.4 % (წინა წელს - 33.5%), ხოლო იმპორტზე 29.4% (26% იყო წინა წელს). 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.1 % (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 23.%).

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.1% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედიან თურქეთი (1280.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (929.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (728.0 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 352.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 255.1 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.6 %-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 173.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.9 % შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 555.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 % შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 376.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9% იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 278.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 %).

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი