უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება


სახალხო დამცველის თქმით, საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს. პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე კვლევ უმთავრესი პრობლემაა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა 11% ბიოლოგიური ოჯახებიდან გამოიყვანეს სიღარიბის გამო.
„ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების, ხშირად კი სახელმწიფოს ზრუნვისა და ყურადღების მიღმა რჩება. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო იყო გამოყვანილი. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, ხოლო უმეტესობას არ აქვს სასმელი წყალი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაერო-ს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ, კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი”, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა ამ პირებს ესარგებლათ გაერო-ს შესაბამისი კომიტეტისადმი უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმით.
„პრობლემად რჩება შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი. 2017 წელს 3.535 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დარეგისტრირდა სამუშაოს ძიების მიზნით, თუმცა მათგან მხოლოდ 161 დასაქმდა. საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. კერძო სექტორში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2017 წელს მხოლოდ 101 დასაქმდა”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უცნობია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა რაოდენობა და მათი საჭიროებები.
„სკოლამდელ აღზრდაში და ზოგად განათლებაში ჩართულ ბავშვთა სტატისტიკა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მონაცემებს ასახავს, რომელიც არ არის სეგრეგირებული და რთულია ითქვას, რამდენი მათგანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ანდა რა ფორმის შეზღუდვის მქონეა”, – განაცხადა ომბუდსმენმა.
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29