უკან

სამართალი

18 მაისი, 2017 12:10
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ ბინადრობის ორწლიანი ცენზი გააუქმა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კახა კუკავას კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ ბინადრობის ორ წლიან ცენზის გაუქმებას.

აღნიშნულის შესახებ საუბარია, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში:

,,2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, აგრეთვე მერობის/გამგებლობის კანდიდატების მიმართ დადგენილი შეზღუდვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომელთა თანახმად პირი ვერ მიიღებდა მონაწილეობას საკრებულოს წევრის, მერის/გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელ არჩევნებში, თუ არჩევნების დანიშვნამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევდა პირის უფლებას არჩევნებში მონაწილეობის გზით დაეკავებინა სახელმწიფო თანამდებობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასა და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, გამიჯნა კონსტიტუციის 28-ე (საარჩევნო უფლება) და 29-ე (სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება) მუხლებით დაცული სფეროები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ არჩევნების ჩატარება, როგორც თანამდებობის დაკავების ფორმა, დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი თანამდებობის დაკავება დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით, ხოლო თუ თანამდებობის დაკავებისთვის არჩევნები არ წარმოადგენს კონსტიტუციურ მოთხოვნას და განსაზღვრულია მიმდინარე კანონმდებლობით, ამ თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლებში.

საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ცენზის/მოთხოვნის დაწესება არ არის შეუთავსებელი დემოკრატიულ მმართველობასთან. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებზე დაუშვებელია კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დაწესება და ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება დაწესდეს მაშინ, როდესაც კანონით დადგენილი მოთხოვნის მიზანია იმ საფრთხეების პრევენცია, რომლებიც გამომდინარეობს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევიდან. სასამართლომ განმარტა, რომ საკრებულოს არჩევნები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა კონსტიტუცია არ ადგენს სადავო ნორმებით განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს/ცენზებს საკრებულოს წევრთან მიმართებით. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია რაიმე საფრთხეზე, რომლის პრევენციასაც სადავო ნორმები ემსახურება და ეს არც სადავო რეგულირების არსიდან გამომდინარეობს.

მერობის/გამგებლობის კანდიდატისთვის წარდგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შეფასებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები კანდიდატს უდგენდა არა კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის, არამედ ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების მოთხოვნას. სასამართლომ აღნიშნა რომ, გასაჩივრებული დებულებებით დადგენილი ცენზი ვერ იქნება პირის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გარანტია, ამ გარემოების განმსაზღვრელი უპირობო ან უალტერნატივო საშუალება. პირის მიერ სადავო ნორმებით განსაზღვრული ცენზის დაკმაყოფილება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პირის ჩართულობას სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან, შეზღუდვა არ არის მიმართული კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის საჭიროებების ცოდნისკენ. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

გადაწვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.’’ - ნათქვამია განცხადებაში.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი