პოლიტიკა
სამწუხაროდ, ის კანონპპროექტი, რომელსაც ვიხილავთ, არის ნულოვანი კონსენსუსის მატარებელი - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია არ გამოხატავს საყოველთაო კონსენსუსს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი ჩართულობით შესაძლებელია ამ ხარვეზის გამოსწორება.
„მართლაც გამოჩნდა, რამდენს აღელვებს ის უზენაესი კანონი, რომლითაც გავაგრძელებთ ცხოვრებას. ერთ-ერთი რეპლიკა იყო საინტერესო, რომ აჭარაში 400 000 კაცი ცხოვრობს და 200-კაციან დარბაზში ვერ იქნება ასახული ხალხის ხმაო. ამ ცხარე დისკუსიიდან ვასკვნი, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გავშალოთ დისკუსიები, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ეს დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს და აზრთა ჭიდილი მიგვიყვანს მთავარ ეტაპამდე - კონსენსუსამდე. კონსტიტუცია არის საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. სამწუხაროდ, ის კანონპროექტი, რომელსაც ვიხილავთ, არის ნულოვანი კონსენსუსის მატარებელი, მაგრამ საზოგადოების ჩართულობით შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო მაღალ კონსენსუსს და ასეთი აქტიური დარბაზები მე ამის იმედს მაძლევს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


