უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 ივლისი, 2017 12:40
font-size

საპარტნიორო ფონდს კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd დელეგაცია ესტუმრა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაცია მიიღო. ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის შესახებ მიმდინარე საკითხები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა პარტნიორ კომპანია „ელბიტ სისტემსის“ დელეგაციასთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის მიმდინარე სტატუსი, დანადგარების ტრანსპორტირებისა და სერთიფიცირების შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა ასევე, სამომავლო გეგმები დასახეს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაციამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ასევე სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მენეჯმენტთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

Elbit Systems – Cyclone Ltd.-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ პროექტი მიზნად ისახავს თბილისში აშენდეს ქარხანა, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას და 300-ზე მეტი ადგილობრივის დაასაქმებას, რომელთა გადამზადება ისრაელსა და საქართველოში მოხდება. ტრენინგების კურსის პირველი ეტაპი ისრაელში შედგა.

85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd ერთობლივად ახორციელებენ. სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი