უკან

ეკონომიკა

12 ოქტომბერი, 2017 12:05
font-size

საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ ეკონომიკური მიმართულებით ყველა რეიტინგში პოზიციები გააუმჯობესა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანა 77 პუნქტით დაწინაურდა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში.

პრემიერმა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაუსვა ხაზი, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ანაკლიის პორტი.

„მაგალითისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი - ვაშენებთ ეფექტიან სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, წელს სრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, დავიწყეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით”, - განაცხადა პრემიერმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა.

„რაც მთავარია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე, ერთ წელიწადში შევძელით არა მარტო რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მარტო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, ასევე - კერძო სარეიტინგო კომპანიებიც, რისი დასტურიცაა "მუდისის" მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის Ba3-დან Ba2- მდე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ დიალოგის შედეგად და მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება.

„დარწმუნებული ვარ, ამ პოზიტიური განვითარების ტრაექტორიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგის შედეგად, ჩვენი მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების განვითარებისთვის“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ანა მებურიშვილი

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი