უკან

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2024 18:17
font-size

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ახლახან პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვს საქართველოს უნივერსიტეტიც შეემატა.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რამდენიმე ზოგად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი; სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით.

გამარჯვებულის გამოსავლენად უნივერსიტეტები კრიტერიუმებს ინდივიდუალურად ადგენენ და მათ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებენ.

საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, განათლება ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის გავხადოთ. ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საქართველოს ბანკის სტიპენდიებია, რომლის ფარგლებშიც 20 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი. ყოველწლიურად კი მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების განვითარებისთვის შექმნილი და მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:csr.bog.ge

200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო

22 ოქტომბერი, 2024 , 18:53

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის პროექტი 2023 წლიდან ხორციელდება და წელს სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადი მიიღო. ამჯერად, შემოდგომის ნაკადზე მონაწილეობის

საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

22 ოქტომბერი, 2024 , 10:35

საქართველოს მთავრობამ,ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმ

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და უნდათ, ვირტუალური რეალობა რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 08:38

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდათ, რომ რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სა

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

„ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც „მთავარ არხს“ ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე“ - „მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს

21 ოქტომბერი, 2024 , 17:43

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ნიკა, გაუგებარია, რომ ჩვენი ამდენწლიანი პირადი ნაცნობობა ვეღარ

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

21 ოქტომბერი, 2024 , 15:25

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს დედაქალაქ