უკან

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2024 15:25
font-size

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე ასევე გაეცნენ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა.

საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის“ ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, საბაგირო გზა ორსექციიანი და, ჯამში, 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

დედქალაქის მერიის ცნობით, საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.

200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო

22 ოქტომბერი, 2024 , 18:53

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის პროექტი 2023 წლიდან ხორციელდება და წელს სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადი მიიღო. ამჯერად, შემოდგომის ნაკადზე მონაწილეობის

საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

22 ოქტომბერი, 2024 , 10:35

საქართველოს მთავრობამ,ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმ

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და უნდათ, ვირტუალური რეალობა რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 08:38

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდათ, რომ რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სა

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

„ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც „მთავარ არხს“ ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე“ - „მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს

21 ოქტომბერი, 2024 , 17:43

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ნიკა, გაუგებარია, რომ ჩვენი ამდენწლიანი პირადი ნაცნობობა ვეღარ