უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2016 14:10
font-size

საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ეკონომიკის სამინისტრო

რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური რეალობისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესსექტორი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით, ეს ტენდენცია ასახულია ბიზნესსექტორის გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებლებში.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბიზნესი განაგრძობს სამუშაო ადგილების გენერირებას. „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, 2016 წლის მე-3 კვარ¬ტალ¬ში, გა¬სული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით გაიზარდა და 606.0 ათასი ადამიანი შეად¬გინა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც: 2016 წლის 1-ელ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2015 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 32 257 ადამიანით (6%-ით). 2016 წლის მე-2 კვარტალში, 2015 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 32 521 ადამიანით (5.7%-ით).

რაც შეეხება დასაქმების სექტორულ დინამიკას, 2016 წლის მე-3 კვარტალში დასაქმების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: თევზჭერა, მეთევზეობის დარგი - დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 30.9%-თ, რაც ძირი¬თა¬დად უკავშირდება თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის დარგში (4.5%), რაც განაპირობა შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებამ ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე, ასევე ჰიდროელექტროსადგურების, გაზსადენების, საყოფაცხოვრებო მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობამ. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 7.7%-ით, რაც მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ახალი საწარმოების ამოქმედებას და ადგილობრივი ერთეულების მატებას უკავშირდება.

როგორც სამინისტროში აღნიშნავემ, დასაქმების ზრდა ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა, 2016 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ. ლარი შეადგინა.

ზრდის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც. კერძოდ, 2016 წლის 1-2 კვარტალში ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქცია 15%-ით და 7.5%-ით გაიზარდა.

გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი სექტორები ლიდერობს: თევზჭერა, მეთევზეობა - 150%, მშენებლობა - 37%, სასტუმროები - 40%, რესტორნები - 30%, განათლება - 20%, ჯანდაცვა - 76%.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი