უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 17:30
font-size

საქართველოს ევროპული მომავალი ახალგაზრდების ხელშია - მიხეილ ჯანელიძე

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტ „ევროპული ახალგაზრდობის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძემ, თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მთავრობის ამბიციურ დღის წესრიგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს.

„საქართველოს ევროპული მომავალი ახალგაზრდების, საზოგადოების ხელშია. პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ამ პროცესისადმი საზოგადოების მტკიცე, ურყევი მხარდაჭერით. ჩვენ განვეკუთვნებით ევროპულ ცივილიზაციას და ყოველთვის მივისწრაფოდით ევროპული ოჯახისა და სრულფასოვანი წევრობისკენ. დღესაც, საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი და რომ არა ასეთი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ჩვენ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმებზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების კუთხით, ევროკავშირის სანდრო პარტნიორია.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლაზე, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენს უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს წარმოადგენს. მან სტუდენტებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარუდგინა.

„ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, დაანონსდა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუქის შემუშავება. ეს არ ნიშნავს საგზაო რუქას წევრობისთვის, არამედ საგზაო რუქას მეტი ინტეგრაციისათვის, რათა ჩვენ გავაჩინოთ წევრობის შესაძლებლობა. ის გულისხმობს ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას და ასოცირების მიღმა ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მოწვეულ სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა სტუდენტების შეკითხებს უპასუხა.

„ევროპული ახალგაზრდობა“ პროექტის ფარგლებში, თბილისიდან და რეგიონული უნივერსიტეტებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ეწყობა ორდღიანი სემინარი, რომლის მთავარი თემაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციაა. სემინარის ფარგლებში, სტუდენტები ეცნობიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, ისინი სხვადასხვა ექსპერტებს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დღეების მიზანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდაა. „ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

23 იანვარი, 2026 , 10:38

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მ

ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:49

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული,

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:46

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:19

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპ

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:14

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რ

ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:09

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი