უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ოქტომბერი, 2017 16:50
font-size

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - ვიტორ გასპარი

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრა.

„ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ბოლო 6 თვის განმალობაში მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. საკმაოდ კარგი შედეგებია საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირებაში. საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროგრამას ბევრი ქვეყანა ახორციელებს. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან სემინარში „ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია“. ამგვარი სემინარების მიზანია, ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილებაზე ისწავლონ საგადასახადო პოლიტიკის უკეთ მართვა. ამ ფორუმზე საქართველო ძალიან ხშირად სამაგალითო ქვეყნად დაასახელეს“ - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი