მოზაიკა
საქართველოს პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა. სკოტ ტუროვი პროკურატურის სისტემის მენეჯერებს, პროკურორებს, გამომძიებლებსა და სტაჟიორებს შეხვდა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, სამოქალაქო ვალდებულებებსა და სამართლის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.
აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ტუროვის შემოქმედებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია „შესავალი სამართალში” (One L), რომელსაც ყოველწლიურად 30 000 მკითხველი ყიდულობს და განსაკუთრებული პოპულარობით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში სარგებლობს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მხატვრული ფილმი ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია“, რომელიც სკოტ ტუროვის ანალოგიური დასახელების ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული.
სკოტ ტუროვთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე გამომსვლელის გამოცდილება გაეზიარებინათ, - აცნობეს მედიანიუსს პროკურატურიდან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

