უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2018 15:50
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მიხეილ ნინუა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #406 ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მიხეილ ნინუა.

საგარაეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს გახლდათ ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2010 წელს საქმიანობა განაგრძო კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია „Tethys Petroleum Limited” - ში, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნულ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2015-2017 წლებში გახლდათ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის „Skyland Petroleum Group” საოპერაციო დირექტორი; 2017 წლიდან კი, კომპანია „Avenue Construction Georgia”-ის დირექტორი.

2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მიხეილ ნინუა მინისტრის მოადგილის რანგში საქმიანობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

23 იანვარი, 2026 , 10:38

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მ

ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:49

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული,

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:46

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:19

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპ

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:14

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რ

ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:09

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი