უახლესი ამბები
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- 22.01.2021 16:10დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
- 22.01.2021 16:10საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
- 22.01.2021 16:10ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
- 22.01.2021 15:40რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
- 22.01.2021 15:40სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო
არქივი
ეკონომიკა


საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ 19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.
„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ 19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
21 იანვარი, 2021 , 12:35

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
20 იანვარი, 2021 , 11:45