უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

6 ივლისი, 2018 12:55
font-size

საქართველოში Maserati-ს პირველი შოურუმი გაიხსნა

,,ომეგა მოტორ ჯგუფმა“ თბილისში, მსოფლიო ბრენდის -მაზერატის პირველი შოურუმი ოფიციალურად გახსნა.

,,Maserati - საქართველოს“ პრეზენტაციაზე ლენტი ,,ომეგა ჯგუფისდამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა საპატიო სტუმრებთან - საქართველოში იტალიის ელჩ ანტინიო ენრიკო ბარტოლთან და აღმოსავლეთ ევროპაში ,,მაზერატისრეგიონალურ მენეჯერთან სავერიო კამპილიასთან ერთად საზეიმოდ გაჭრა.

აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე, ,,ომეგა მოტორ სითის“ ტერიტორიაზე მაზერატის შოურუმთან ერთად წარმოდგენილია სერვის ცენტრიც, რომელიც მომხმარებელს იტალიური საავტომობილო ბრენდის - მაზერატის მოდელების სრულ ხაზს, სერვისს და აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს.

,,მაზერატი არის ხელოვნება, ხელით ნაკეთობა. არის ფერარის ფაბრიკიდან, ერთად კეთდება ძრავი. მაზერატის ტარების დროს არის თავგადასავლები. ეს არის ხარისხიანი ცხოვრება, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეს.

გარდა ამისა, ეს არის ინვესტიცია, რომელიც საქართველოში რჩება. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, პროფესიონალები, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

ჩვენ - ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის და უნდა ვიცხოვროთ ხარისხთან ერთად“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოში იტალიის ელჩი ანტინიო ენრიკო ბარტოლი და აღმოსავლეთ ევროპაში ,,მაზერატის“ რეგიონალური მენეჯერი სავერიო კამპილია იღებდნენ.

,,მაზერატის“ ავტომობილები ხელნაკეთია და თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ,,მაზერატის“ შემოსვლა ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ხელი მიუწვდება ასეთ მშვენიერებაზე და ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქციაზე. ეს მოწმობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს ყველაზე სფეროში. ამასთან, აღსანიშნავია ,,ომეგა ჯგუფის“ ხედვა - ისინი 10 წლით წინ იხედებიან და სწორედ ამიტომ აკეთებენ არჩევანს მაღალი დონის ბრენდებზე“, - განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტინიო ენრიკო ბარტოლიმ.

,,მაზერატის“ შოურუმის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაში ,,მაზერატის“ რეგიონალურმა მენეჯერმა სავერიო კამპილიამ.

,,დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან ,,მაზერატს“ ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოში ,,ომეგა ჯგუფი.“ ,,მაზერატისთვისაც“ მნიშვნელოვანი დღეა.

იტალია და საქართველო მრავალ ასპექტში გვანან ერთმანეთს, ამიტომ, ჩვენ ვამაყობთ რომ აქ ვართ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი ისეთი ძლიერი ჯგუფია, როგორიცაა ,,ომეგა“. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთ ჯგუფთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა სავერიო კამპილიამ.

ცნობისთვის - Maserati ექსკლუზიური იტალიური ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1914 წლიდან გახლავთ წარმოდგენილი და მისი სათაო ოფისი მდებარეობს იტალიის ქალაქ მოდენაში. სწორედ აქ გაიხსნა Maserati-ს ქარხანა, რომელიც შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების წარმოების ადგილად იქცა. ავტომობილების მთავარი მახასიათებლებია: ელეგანტურობა, დახვეწილი სტილი, სპორტულობა და ინოვაციურობა.

დღეისათვის Maserati წარმოდგენილია ხუთი სამოდელო ხაზით: Ghibli, Quattroporte, Levante, Gran Turismo, Gran Cabrio.

Maserati მსოფლიოს წამყვანი ბრენდია ლაქშერი სეგმენტში, რომელიც თავისი შეუდარებელი კომფორტით და განუმეორებელი შესაძლებლობებით, ყველას თავს ამახსოვრებს.

Shade-თი ინფიცირებულებს შეუძლიათ საკუთარი ფაილების გაშიფრვა

13 მაისი, 2020 , 11:30

კრიპტოგრაფი Shade მომხმარებლებისთვის უკვე  აღარ არის საშიში: კასპერსკის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა დეკრიპტორი,  რომელიც აღადგენს  ფაილებს  გაშიფრულს კრიპტოგრაფ Shade (Troldesh) ნებისმიერი სახეობით. 

თერაპევტებთან ვიზიტების 64% ქრონიკული დაღლილობის ჩივილებს უკავშირდება

5 მაისი, 2020 , 15:06

კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ასთენიური ჩივილები და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება როგორც გადატვირთული სამუშაო რეჟიმის, ისე ხანგრძლივ

„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

2 მაისი, 2020 , 18:19

პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა

BENTLEY MOTORS იწყებს ახალ პროგრამას «COME BACK STRONGER» - გეგმები და ცვლილებები წარმოებაში

1 მაისი, 2020 , 11:48

კომპანია Bentley Motors-მა განაცხადა ახალი კორპორატიული პროგრამის, «Come Back Stronger», ამოქმედების შესახებ, რომელიც მოიცავს ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფისთვის 250-მდე კონპლექსურ, ფართო მასშ

ფრიროლები საათში ერთხელ - რატომ უნდა ითამაშოთ პოკერი ევროპაბეთზე

23 აპრილი, 2020 , 14:00

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში და ამას ბოლო პერიოდის სტატისტიკა ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ მაგიდის თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად, საშუალოდ 10

სერ ტიმ ბირკინის BENTLEY BLOWER გადადის ციფრულ ფორმატში

22 აპრილი, 2020 , 10:40

Bentley Blower Continuation პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. სპეციალისტების მიერ, ავტომატიზირებული პროექტირების სისტემაში (CAD)  შექმნილია ციფრული მოდელი, რომელიც იქნება პროტოტიპი და ტექნიკური ნიმუშო ახალი ავტ