უკან

ეკონომიკა

13 იანვარი, 2018 15:15
font-size

საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ გვისარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით - Bitfury ჯგუფი

კომპანია Bitfury ჯგუფი დენის ტარიფის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციებს შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

Bitfury ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც BM.GE ავრცელებს, ნათქვამია, რომ სამი წლის განმავლობაში მათ მიერ საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა აღემატება 140 მილიონ ლარს, ხოლო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 180 კაცს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოში ოპერირების არცერთ ეტაპზე მათ არ უსარგებლიათ ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით.


„მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანია ვართ და არ გვევალება ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის გასაჯაროება, ვასრულებთ კვირის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას, და დაინტერესებულ პირებს ვაწვდით ინფორმაციას ჩვენ მიერ მოხმარებული დენის ტარიფის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციებს შესახებ, კერძოდ:

თბილისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ აქტიური ოპერირება,რაც გულისხმობს პოტენციური ინვესტორი კომპანიების მოზიდვას და ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაიწყო 2016 წლიდან (2015 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო ფუნქციონირება). შესაბამისად, კომპანიების განთავსებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობის შესაქმნელად მოხდა ინვესტირება და მოეწყო ზონის ინფრასტრუქტურა. დამტკიცებული გეგმის მიხედვით შეიქმნა შიდა გზები და კომუნიკაციები. პარალელურად მიმდინარეობდა ზონაში ოპერირებით დაინტერესებულ კომპანიებთან კომუნიკაცია ქვეყნის გარეთ და ამჟამად თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უკვე დარეგისტრირებულია სამოცდაათამდე კომპანია, რომლებიც დაფუძნებულია ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, ლატვიური, ლიტვური, ესტონური, რუმინული, თურქული, უკრაინული, ყაზახური, აზერბაიჯანული, თურქმენული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ-აცხადებს Bitfury Group წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მაინინგის პროცესი არ წარმოადგენს ვინმეს ექსკლუზიურ უფლებას. ამის დასტურია ის, რომ ფუნქციონირების მოკლე დროის განმავლობაში, სამმა სხვადასხვა ინვესტორმა კომპანიამ უკვე ააშენა მაინინგისათვის განკუთვნილი „დატაცენტრები“ (მარტივად შეიძლება ამის დანახვა ზონის გარედანაც კი) და დღეის მდგომარეობით უკვე აკეთებენ მაინინგს.ეს ინფორმაცია ეხება იმ პირებს, ვინც აპელირებს თემით, რომ თითქოს „არავის უშვებენ“ ზონაში მაინინგისათვის).

სამი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა აღემატება 140 მილიონ ლარს, ხოლო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 180 კაცს, აღვნიშნავთ ასევე, რომ დასაქმებულთა 100% არის ადგილობრივი და საშუალო ხელფასი შეადგენს 2500 ლარზე მეტს, ხოლო მათი საშემოსავლო გადასახადი ირიცხება ბიუჯეტში.

ჩვენი საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ გვისარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით და ყოველთვის ვიხდიდით ბაზარზე არსებულ/დადგენილ ტარიფს, რის დასტურადაც წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას (თელასის აბონენტის ამონაწერი, ანგარიშ-ფაქტურა, ცნობა მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის შესახებ და სხვა).აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მსგავსად ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ფუნქციონირებს 2007 წლის 3 ივლისიდან (#5175) მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად.

“აქვე მინდა გამოვეხმაურო დაინტერესებულ პოლიტიკოსებს „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიუხედავად მათ მიერ ჩვენი ჯგუფისა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, გამოვთქვამთ მზადყოფნას, პირადად მივაწოდო მათ უფრო მეტი ინფორმაცია, როგორც ბლოკჩეინის, ბიტკოინისა და ციფრული ვალუტების შესახებ, ასევე მათ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ამ ფონზე მსოფლიო გამოწვევების გათვალისწინებით” - აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.

ამასთან კიდეც ერთხელ ვადასტურებთ, რომ დღეის მდგომარეობით „საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან“ არ გვაქვს არც საქმიანი და არც პარტნიორული ურთიერთობა, მათგან აღებული სესხით ვსარგებლობდით 2014 წელს,რაც შემდგომში (2015 წელს) ჩანაცვლდა სს „საქართველოს ბანკის“ სესხით, რომელთანაც ვთანამშრომლობთ დღემდე. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ასევე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია წილობრივი მონაწილეობა „ბიტფური ჯგუფში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი