უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ნოემბერი, 2016 18:45
font-size

სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია _ ბანკების ასოციაცია

საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ აუქციონის წესით სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაცია ემსახურება კრედიტორის კანონიერი უფლების განხორციელებას. სამწუხაროდ ბოლო დროს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხდება უკანონო, დაუსაბუთებელი და საშიში პრაქტიკის დამკვიდრება.

საკითხი ეხება კანონის მოთხოვნების შესაბამისად და სრული დაცვით, ბანკის (კრედიტორის) მიერ მოვალის სასესხო დავალიანების დასაფარავად, ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკმა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით და კანონით დაგეგმილი წესით (აუქციონი) გირაოში ჩადებული ქონება გაასხვისა. ახალმა კეთილსინდისიერმა შემძენმა, მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად შესყიდული აქტივების რეაბელიტაცია მოახდინა და იგი მომგებიან საწარმოდ აქცია. დაუშვებელია, რომ აუქციონის ბათილობას სასამართლო აცხადებს წლების შემდგომ, როდესაც ქონება უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის საკუთრებაშია გადასული და აქტივი წარმატებით ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო კონკრეტული ბანკის, როგორც კრედიტორის კანონიერ უფლებებს, არამედ ზოგადად სახიფათო პრეცენდენტს ქმნის ბიზნეს გარემოსათვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მსესხებლის ვინაობასა და გავლენის სფეროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს საშიში ტენდენცია დამღუპველია ბიზნესის წარმოების სამართლებრივი გარემოსათვის, ვინაიდან, პირველ რიგში, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ინვესტიციების დაცულობას და მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად.

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაინტერესდნენ ამ პრობლემით, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი მანკიერი პრეცენდენტის დაშვება~, _ ნათქვამია საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი