უკან

კომენტარი

14 თებერვალი, 2017 18:30
font-size

შემიძლია მის სიცოცხლეზე დავიფიცო, პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს გადაწევს უკანა პლანზე - დეკანოზ მამალაძის დედა

ყველაფერი ტყუილია, ჩემი შვილი სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს, - ასე ეხმაურება დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე მისი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს.

დაკავებული სასულიერო პირის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მამა გიორგის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, დეკანოზს პატრიარქი იმდენად უყვარს, რომ მისი გულისთვის შეეძლო თავისი სიცოცხლეც კი გაეწირა.

„ინფორმაციებს, რაც ვრცელდება, ვგებულობთ მედიით. რადგან ჩემი შვილი დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენც ვდუმდით და არაფერს ვამბობდით. როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო? - ეს პირველი და უმთავრესი. მეორე ის, რომ ეს ბავშვი ქუჩიდან არ მოსულა - შეგნებულად, ბავშვობიდან ეკლესიაშია და მე როგორც ოჯახის წევრმა, შემიძლია მის სიცოცხლეზე დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს გადაწევს უკანა პლანზე. ეს ყველაფერი სისულელეა“, - განაცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ.

ამასთან, დაკავებული დეკანოზის დედა აღნიშნავს, რომ მასთან სამართალდამცველები ამ დრომდე არ მისულან და შესაბამისად, არც ჩხრეკა ჩატარებულა მათ საცხოვრებელ ბინაში.

"ერთი ძალოვანის ფეხი არ შემოდგმულა ჩემს ოჯახში", - აღნიშნა მან.

ობუდსმენის მიერ გახმაურებულ ინფორმაციას, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, დედისთვის ამის შესახებ არ არის ცნობილი.

ქეთევან მაღლაკელიძის თქმით, მამაო სამსახურის დეტალებზე ოჯახში არ საუბრობდა და მათ აქამდე საფრთხე არ დამუქრებიათ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი