უახლესი ამბები
- 13.05.2024 07:41პარლამენტის სასახლეში 13 მაისიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
- 13.05.2024 07:31დღის კალენდარი - 13 მაისი
არქივი
საზოგადოება
შესაძლოა, ოთარ აბესაძეს ჰქონდეს გულის შეტევა, ხვალისთვის გვეცოდინება საბოლოო პასუხი - ექიმი
ჩაფიძის კლინიკის ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელის ივა ხოჭოლავას განცხადებით, საავადმყოფოში მოთავსებული ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხოჭოლავამ არ გამორიცხა, რომ მერიის ყოფილ თანამშრომელს გულის შეტევა ჰქონდეს.
ექიმის თქმით, ზუსტი დიაგნოზი ხვალისთვის იქნება ცნობილი.
„პაციენტს ჰქონდა გონების დაბინდვის და დაკარგვის ეპიზოდი, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა მისი ჰოსპიტალიზირება ჩვენს კლინიკაში. ტკივილები ჰქონდა გულ-მკერდის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროებს კვლევებს. აღნიშნული ფაქტორი შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ემოციური ფონითაც. ეჭვი არსებობს, რომ შესაძლოა, მას ჰქონდეს გულის შეტევა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი შემოწმება, გაკეთდეს ანალიზები და უკვე ხვალისთვის გვეცოდინება საბოლოო პასუხი“, -უთხრა ხოჭოლავამ ჟურნალისტებს.
დღეს ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის დროსაც ის შეუძლოდ გახდა. ამის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე წარადგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
ანა მებურიშვილი