უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 მაისი, 2018 15:55
font-size

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა. შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 1 ივლისის კონცერტზე.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი „Wonderful Crazy Night “-ის პროგრამით საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.

დაგეგმილი კონცერტის ბილეთები გაყიდვაშია და მისი შეძენა მსურველებს TKT.GE- სა და SOLO ლაუნჯში შეუძლიათ. ექსკლუზიურად SOLO მომხმარებელებისთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.

24 იანვარს, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსმა ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე იწყებს ბოლო მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით - Elton Farewell Tour. ტურნე სამი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე გაგრძელდება. მანამდე, კი 2018 წლის ზაფხულში ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოს ეწვევა და ორ კონცერტს გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდო და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.

1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა.

1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში. 1992 წელს, მან „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:

www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O