მოზაიკა
სოციალური ქსელები ადამიანებს პლასტიკური ქირურგიისკენ უბიძგებს - კვლევა
რუტერსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სელფ-ფოტოზე ცხვირი 30 %-ით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ის რეალურადაა. სპეციალისტების დასკვნით, ამის გამო ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რინოპლასტიკას.
როგორც The Daily Mail-ი წერს, პლასტიკური ქირურგების 42%-ის განცხადებით, მათ ბევრ პაციენტს ცხვირის ფორმის შეცვლა სურს იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში უკეთესად გამოიყურებოდეს.
მეცნიერებმა შექმნეს მათემატიკური მოდელი იმის შესაფასებლად, თუ რამდენად რეალურად ასახავდა ფრონტალური კამერა სახის ნაკვთებს. სპეციალისტებმა გაანალიზეს განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადეგენლთა ფოტოები, რომლებიც წინა კამერით სხვადასხვა დისტანციიდან იყო გადაღებული და შეადარეს თავისა და ცხვირის საშუალო სიგანის მაჩვენებელს.
კვლევის შედეგად დადგინდა: 30 სანტიმეტრის დისტანციიდან გადაღებული სელფით მამაკაცების ცხვირის ზომა 30%-ით უფრო დიდი ჩანდა, ქალების შემთხვევაში კი - 29%-ით უფრო დიდი, იმასთან შედარებით, რაც 1,5 მეტრის დისნტაციიდან სტანდარტული, პორტრეტული გადაღების შემთხვევაში იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ყოველ მესამე პლასტიკურ ქირურგთან ოპერაციებზე მიმართვიანობამ იმატა სწორედ სოციალური ქსელების წყალობით.
ნინო ექვთიმიშვილი


საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


