უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ოქტომბერი, 2018 11:10
font-size

„სტატუსი-წერილი მივიღე „ბებერი გენერლის“ „ოროსანი მოსწავლისგან“, „ყანდურ“ - კოკა ყანდიაშვილისგან“ - თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, კოკა ყანდიაშვილს, რომელმაც ჩარკვიანს სტატუსი მიუძღვნა, სოციალური ქსელითვე პასუხობს და ყანდიაშვილს „ბებერი გენერლის ოროსან მოსწავლეს“ უწოდებს.

„სტატუსი-წერილი მივიღე „ბებერი გენერლის“ „ოროსანი მოსწავლისგან“, „ყანდურ“ - კოკა ყანდიაშვილისგან (როგორც მას მოიხსენიებენ უკვე მრავალი წელია, „თუთაშხიაში“ რომ ყანდურია, ხორბალს რომ აყრიან და რომ მარხავენ დათა და მისი მეგობრები, იმ ყანდურთან ასოციაციით), მამაშენი, ჯანსუღი მიშას წინააღმდეგ იყო ოპოზიციაში და შენ რატომ არ ხარო. დიახ, მეც და ჯანსუღიც და ხალხის დიდი უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ვიყავით ოპოზიციაში, იმ დაშვებული შეცდომების და სისასტიკეების გამო და სწორადაც ვიყავით, არ აპატია ხალხმა ის დაშვებული სამართლებრივი სისასტიკეები და გაუშვა სახლში ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ (დღეს, როცა შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა „ბებერი გენერლის“ პატარა „ყანდურები“ ქვეყნის გადაბარებას ლამობენ და ყველაფერს აკეთებენ უკვე 27 წელია, რომ საქართველო რუსული კორუფციული მართვის სტილის ქვეყნად აქციონ და მარიხუანის ნარკოტრაფიკის ქვეყნად იქცეს), რადგან ოპოზიციაში ვიყავით, ამიტომ ეს ქვეყანა გადავაყოლოთ?!

ასე იყო მაშინ, 2008 წელს, როცა ომის დღეებში საყოველთაო ჯაჭვი გამოცხადდა, მახსოვს, მსახიობმა, გია როინიშვილმა დარეკა, რუსთაველის თეატრში შევიკრიბოთო, ჩვენ - მე და მამა ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯაჭვში ვიდექით, ჯანსუღს ფეხზე დგომა უჭირდა (ფეხების გამო) და ბიჭებმა სკამი გამოუტანეს და ბოლომდე ჯაჭვში იდგა (სხვათა შორის, მაშინაც გვითხრა, ერთ-ერთმა „პატარა ყანდურმა“, რატომ იდექით, თქვენ ხომ ოპოზიციაში ხართო, მაგრამ აბა, როგორ გავაგებინებ, რომ 27 წელია, დანაწევრებული ჩემი ქვეყანა ძალიან მტკივა - 400 ათასი ერთ მხარეს, 500 ათასი მეორე მხარეს, მილიონიანი ემიგრანტების (გაწვალებული-მშრომელი ადამიანების, სახელმწიფოსგან მიტოვებული არმია)“

„ყანდურები“, ფოფხაძეები არ დაელია ამ ქვეყანას, ამათი მოგონილია სიტყვა „ამისტი“ და „იმისტი“ და ესენი, ამ დროს, დიიიიდ და ბინძურ ფულს აკეთებენ საქართველოს და ხალხის დაპირისპირების, გაწვალების ხარჯზ.

ჰოდა, არ გამოგივათ ამჯერად, რადგან მე, მაშინდელმა ოპოზიციონერმა თუ შევძელი, რომ გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადამედგა და ეს გამოვიდა, ესე იგი, ყველაფერი შეიძლება, რადგან ყველგან არიან გონიერი, წესიერი ადამიანები, რომელთა გარეთიანებით ქვეყანას უდაოდ ეშველება და არ დავუშვებთ საქართველოს რუსულ კორუფციულ სივრცესთან მიერთებას, რადგან „ყანდურ, ძმაო“, ჯანსუღმა მასწავლა სწორედ, რომ „ მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი!“

ისე, მინდა გითხრა, რომ ჯანსუღის ის პატარა ფუნაგორია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების, შენ გეკუთვნის, კოკასა, კოკასაო. მართლა შენ დაგიწერა და დაბეჭდა კიდეც გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ და კიდევ ერთი ჰქონდა ასეთი, მახსოვს, შენს „პედაგოგს“ მიუძღვნა: „შენმა ენამ მე ვერ მავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო“. ჯ . ჩ.

დიახ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამო, უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და ეს იქნება გონიერი, წესიერი ხალხის ახალი გაერთიანება, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშ თავის სიტყვას იტყვის, უნდა დასრულდეს „ყანდურების“ „დაყავი და იბატონე“, რითიც ჩაძირულია ეს ქვეყანა ჭაობში და ერთი და იგივე „ყანდურ- ფოფხაძეების“ კორუფციონერთა ბანდას, რომლებსაც ამ (სისტემატიური, მრავაწლიანი) ადამიანების წაკიდება-დაპირისპირებით ერთ წრეზე დაჰყავს ეს ქვეყანა, ამჯერად ვერა, არ გამოგივათ ეგ „ძველი გეგმა“, ყველა თქვენს მიერ ჩადენილი სიბინძურეები ცნობილია (თუ გნებავთ მეტს მოგვიანებით მოგართმევთ), რადგან (გარკვეულმა ადამიანებმა) მიზანმიმართულად, ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ !!!!

და ბოლოს, თქვენს რუსულ „შტაბკვარწირას“ ნუგზარ ფოფხაძის ხელმძღვანელობით გადაეცით, რომ მოუძველდათ მეთოდები და მეტი რუსთაველზე ( თქვენდა სამწუხაროდ) რუსის ჯარის, ტანკის გრუხუნი არასდროს განმეორდება!!!!!!!

კარგად დაიმახსოვრეთ, საქართველო შეცურავს დიდ ოკეანეში!!!!

P.S. „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“! - დიახ ეს ფუნაგორიად ანუ ფუნა-გორიად ჯანსუღმა უთხრა (ხუმრობით, ცხადია) კოკა „ყანდურ“ ყანდიაშვილს, ანუ რა სიბინძურეც შიგ სულში გაქვს შენ, კოკას, ის გადმოედინება შენგან კოკაო. ახლა ეს „იუმორით“ სავსე, ფოფხაძის ოროსანი მოწაფე მწერს, ეგ ხომ შოთა რუსთაველისაა და ჯანსუღი, როგორ მეტყოდაო. ეგ შოთასია ნაღდად, მაგრამ ახლა რასაც გეტყვი „ყანდურ, ძმაო“, აი, ეს კი ნაღდად ჯანსუღის ფუნაგორიაა: გაგახსენებ, მესმის, არ გინდა, რომ გახსოვდეს, ალბათ: „წამსვე შემიტოკდა ულვაში, შენ რომ დაგინახე „ფიგარო“, ილია არ ყოფილა დუმაში, შენ ვის დუმაში ხარ, ჯიგარო?!“ ასე, რომ, „კოკა სულ წყალს ვერ მოიტანს“ - იუმორი, იუმორი, „ყანდურ, ძმაო“, ასე სერიოზულად სხვის ფუნა-გორიას ნუ შეხედავ, თორემ მხოლოდ ფუნა შეგრჩება, ნუ, თუმცა ხომ იცი, „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

„ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები? - პაატა მანჯგალაძე

16 მაისი, 2024 , 17:39

მმართველ „ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები? - ამ კითხვით “სტრატეგია

`ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით” - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილის განცხადებაზე

15 მაისი, 2024 , 19:07

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი

„ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

15 მაისი, 2024 , 16:08

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ე

აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე - რატი იონათამიშვილი

13 მაისი, 2024 , 18:07

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ აყენებს შეურაცხყოფას ამერიკელი ინსტრუქტ

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი

10 მაისი, 2024 , 10:59

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მი

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა

9 მაისი, 2024 , 13:35

"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.   ფოტიგა აზიარებს რეზოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი